XV

მომაკვდავ მეგობრებში მიტოვებულობის აფეთქებები
შეშლილობაში მოშუშული შეწითლებული შიში
ცოფის ხერხი შემობიჯებული უძლურ ხელებში
შურისძიების სიმართლით დალესილი ცულით აჭრილი სიცოცხლის მსუყე ნაჭრები
მე მხოლოდ მსურს მესაუბრო გაყორღნილ აღსასრულებზე
მე მათში ვხედავ რამდენიმე მუჭა ალიონს როგორ აღვრიან თავზე
კოსმოსის თუ ღმერთის მიერ შეკვეთილ დელიკატესებს
ადამიანითან ნეშთებს და ემოციებს

  1. დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი