Archive for ივლისი 28th, 2011

XVIII

შინაგანი დიალოგის ინტენსივობით ოფლისგან სველი

შენ ვერ ამჩნევ – თვითგამოხატვა ერთმანეთისთვის სიცრუის სარფიანად გასაღებად გვექცა

სიკვდილის დათვლა შუეძლებელია

ცხოვრების წიგნი გვერდების ნუმერაციის გარეშე

შენი საშოდან ნაკარნახევი გადაწყვეტილებები

ვერ შემიცვლიან აზრს რომ კოსმოსში 1 სიკვდილი

შენთან ასობით ორგაზმს მირჩევნია

დატოვე კომენტარი

XVIII

 

 

შენთვის საკუთარი თავი არ მებრალება

ჩემი ეგოიზმი მანიკენია შენი ხაისათებისთვის

დავკარგე გზა შენი გზის ძებნაში

შენ მაინც გიკვირს რომ მძულხარ

როგორც იმპლანტანტი სხეულში თავის ქალაში ჩადუღებული

ვზივარ ცხოველივით მორიგი რეფლექსური სიყვარულის მოლოდინში

დატოვე კომენტარი