Archive for ივლისი 26th, 2011

XVII

სხეული ჯაჭვია

ერთმანეთზე გადახლართული

თვლებს ატრილებ გეომეტრიის კანონებს არღვევ

და გაყინულ გვამებს შორის მთხოვ ვიყო მსუნთქავი ნაღვერდალი

ენა როგორც ხელები

შენს ჯაჭვს ვლოკავ და დნები

მე ვეძებ სხვა სიახლოვს

უსასრულობას

ვიძირები მუხლების ამოხლეჩვაში

მე მხოლოდ შენ გთხოვ საკუთარ თავად ყოფნას

და სხვათა არარაობა შენი საუკეთესო ფონია

დატოვე კომენტარი