Archive for ივნისი, 2011

XIII

იესოს ფეხები დაბანეს

ხორციელი თვალები მოლოდინით უყურებენ

ჰორიზონტიდან პარალელები საპირისპიროდ მოემართებიან გზაზე რომელზეც ქრისტემ უნდა გაიაროს

ხორციელი ფეხები გზის გაკვალვის მოლოდინს ეზიდებიან

შემდეგ რომ ამ გზიდან თავიანთი ბილიკები გადაიყვანონ

თავ-თავიანთი წმინდა მყუდროებისკენ

დატოვე კომენტარი

XII

აბსოლუტური სიმარტოვე

სრული სიშიშვლე

ხის ნაფოტების ხახუნით წამოქმნილი წყალი

სიმშვიდით გათანგული ოფლი

ყოფნის და უმოქმედობის უსაზღვროება

დროა რაიმე მოვკლა მოვწყვიტო დავჭრა და ვჭამო

დატოვე კომენტარი

XI

მინდა ვუყვარდე ვიდრე მიყვარდეს

საკუთარს ვერ ვინელებ მაგრამ სხვას დავეძებ

ვერავინ ვერაფრით მიცნოს მაგრამ იდუმალებით კვლავ ცენტრში ვიდგე

კითხვის ნიშნებით აბჯარ ასხმული წერტილის დასმა არავის ვაცადო

ღმერთების შეჯიბრში მონებს და გმირებს პირველობა გამოვაცალო

და იქ გავიქცე სადაც არავინ არის

მერე ვიკვნესო

რომ ეული ვარ

და არავინ იცის რომ მარტოობით მსურს გადავრჩე

2 Comments

X

… როცა პირდაპირ გრძნობაში გიტყდებოდი გიკვირდა… … გონებამ შემაცდინა… … გონებამ შენი დამაღალატა, მაგრამ უკვე ვაპატიე… … ყველა გონიერების დედამოვტყან თუ შენი თავი დამაკარგინა… … არანაირი გონიერება არ მიღირს შენს დაკარგვად… … ჩემთვის ყოფა ხარ, არსებობა ყოფნა… … ჩემი ყოფნისთვის მხოლოდ შენ გაქვს მნიშვნლობა … … შენი არსებობისთვის მე მოვხერხდები…. … შენ ეს გჭირდებოდა და მეს ეს შემეძლო მომეცა, მაგრამ შენ არ გამომღლიტე მე კი შემცდარი დავრჩი… … ახლა რაც შენთან შევაკავე მე მახრჩობენ… … მარტოობაში მღაფავენ… … შენთვის საჭირო, საშენო, მხოლოდ შენ რომ გეკუთვნიან გრძნობები ახლა მე სულის ღარებში მღრღნიან… … შენთვის რაღაც ძვირფას მაინც წარმოვადგენ, ალბათ ეგ არის რასაც შეშლილობაში არ მაგდებს… … მიზანი დაგვიანებით მიღწეულია -ზვიადი გრძნობათა ერთი დიდი შეკვრაა რომლიც ძაბვისგან სადაცაა გაირღვევა … … მტერში აღმოაჩინე ის რაც მე მქონდა და არ გამოვაჩინე… … შენს გარეშე უვარგისად ვარ… … გონება ვარჩიე ცხოვრებაში იარაღად იმის ბრალია რო გრძნობები ძალიან გალეშილი, ძალინ, მძიმე, ძლიან დიდი, სიტყვებით აუწერელი და გამოუხატავია … … რომ არა გონებით ჩანაცვლება გრძნობები გადამთელავდა, გადამშლიდნენ სანამ მათ გამოყენებას შევძლებდი… … თავის განადგურება რადგან ის ვინც მიყვარს აქ არ არის….. …. ახლა ვხედავ კაენმა ის მდედრები რატო მოკლა… … რასაც ჩემში ვერ იტანდი ის უნდა მოვკლა… … რაც ჩემგან გაკლდა ის უნდა მოგცე… … უნდა ვიგრძნო საით ხარ, რას ისურვებდი, რა გეამებოდა… … გაგრძნობინო რისი შეგრძნებაც გჭირდება… … ვამაყობდი გონიერებით და თურმე საკუთარ სამარეს ვალამაზბდი… … სრულიად, აბსოლიტურად კმაყოფილი მინდა გაქციო, იმდენად რომ შენი თავის სიყვარულით, შენი საკუთარი თავის სიყვარული გადაივსო…

დატოვე კომენტარი