XXIII

თვალს თვალზე მიგადებდი და გავქრებოდით. . .

ვერ აგიღწერ როგორ განცალკევებულად, გამონცალკევებუილად და მიგდებულად ვგრძნობ სინამდვილეში თავს – შენდამი თითქოს ლანდის ენერგიები მაკავშირებენ, რომელებიც არაფერს ექვემდებარებიან და ამიტომ ვერ გაწყდებიან! ხელს რომ მოგაჭრიან და იმ ხელის ფანტომი რომ თან დაგყვება – ისე ვარ და ჩემი ფანტომი, ჩემი მოკვეთილი არსების ნაწილი, ჩემი წართმეული არსებობა …

დატოვე კომენტარი

XXII

როცა შეგიგძძენი, სანამ შეგეხებოდი,
ჯერ შენი შემბოჭავი თოკებუს სუსხი და ჯაჭვების სიცივე იყო მხოლოდ
ჩემს ტვინში ათასობით გრდემლი დავამსხვრიე რომ შენი თავისუფლება მეყიდა
მაგარამ სბოლოოდ მხოლოდ შენი გაქცევა შემომესხვერპლა
ჩემი მარტოობიდან ხედები კვლავ გამჭირვალეა

დატოვე კომენტარი

XXI

შენ თქვი რომ მოგენატრე
მაგრამ მე არ ვიცი ვინ ხარ
შენ თქვი რომ ტიროდი მაგრამ მე არაფერი მინახია
შენი სიტყვები შენს კალიგრაფიასაც ვერ ავლენენ
ციფრული კიბერ გრძნობები
ელექტრო მაგნიტური ილუზიებსა და პლასტიკატის შნურებში
თანამედროვეობის ჭაში თავის დარხრჩებას კი დაივიწყეს

დატოვე კომენტარი

XIX

იოგას ერო-მანტული პოზებში
მეორე პოზის დროს მივხვდი რომ ამდენი ხორცი არ უნდა მეჭამა
ხორცის ჭამის დროს კი ვერაფერზე ვფიქრობდი
მსუქნებსი სექსი და გამხდრებისთვის ტანვარჯიში
ჩემს ხახაში შენი ნერწყვის და შენი ენის გემო მიმჟავდება

დატოვე კომენტარი

XVIII

შინაგანი დიალოგის ინტენსივობით ოფლისგან სველი

შენ ვერ ამჩნევ – თვითგამოხატვა ერთმანეთისთვის სიცრუის სარფიანად გასაღებად გვექცა

სიკვდილის დათვლა შუეძლებელია

ცხოვრების წიგნი გვერდების ნუმერაციის გარეშე

შენი საშოდან ნაკარნახევი გადაწყვეტილებები

ვერ შემიცვლიან აზრს რომ კოსმოსში 1 სიკვდილი

შენთან ასობით ორგაზმს მირჩევნია

დატოვე კომენტარი

XVIII

 

 

შენთვის საკუთარი თავი არ მებრალება

ჩემი ეგოიზმი მანიკენია შენი ხაისათებისთვის

დავკარგე გზა შენი გზის ძებნაში

შენ მაინც გიკვირს რომ მძულხარ

როგორც იმპლანტანტი სხეულში თავის ქალაში ჩადუღებული

ვზივარ ცხოველივით მორიგი რეფლექსური სიყვარულის მოლოდინში

დატოვე კომენტარი

XVII

სხეული ჯაჭვია

ერთმანეთზე გადახლართული

თვლებს ატრილებ გეომეტრიის კანონებს არღვევ

და გაყინულ გვამებს შორის მთხოვ ვიყო მსუნთქავი ნაღვერდალი

ენა როგორც ხელები

შენს ჯაჭვს ვლოკავ და დნები

მე ვეძებ სხვა სიახლოვს

უსასრულობას

ვიძირები მუხლების ამოხლეჩვაში

მე მხოლოდ შენ გთხოვ საკუთარ თავად ყოფნას

და სხვათა არარაობა შენი საუკეთესო ფონია

დატოვე კომენტარი

XVI

დააძინე ჩემში ტკივილი
დღეს ხორცი ვჭამე
კბილების ნაცვლად ლურსმნები
მკვდარი არსებების ცოცხალ კუჭნაწლავებში
ფსიქოლოგი მიხსნის რომ მეც საკვები ვარ
და შიმშილიც და მჭამელც მე ვარ
თეორიების პარკუჭების დასანაყრებლად უვარგისობა
ახლა მე მათი სული მსურს
რაც ვერასდეს ვერ დამანაყრებს
გავღრღნი და მივაგდებ
ხორცი ქვაბია, სული კი ბორშია ქავბში

დატოვე კომენტარი

XV

მომაკვდავ მეგობრებში მიტოვებულობის აფეთქებები
შეშლილობაში მოშუშული შეწითლებული შიში
ცოფის ხერხი შემობიჯებული უძლურ ხელებში
შურისძიების სიმართლით დალესილი ცულით აჭრილი სიცოცხლის მსუყე ნაჭრები
მე მხოლოდ მსურს მესაუბრო გაყორღნილ აღსასრულებზე
მე მათში ვხედავ რამდენიმე მუჭა ალიონს როგორ აღვრიან თავზე
კოსმოსის თუ ღმერთის მიერ შეკვეთილ დელიკატესებს
ადამიანითან ნეშთებს და ემოციებს

დატოვე კომენტარი

XIV

მან რამაც შეჭრა ჩემი სახე დაკვნიტა ეგოს ღარები ძვალ მჭრელმა სისხლი ჩამასხა რკინით გადაღრღნა მალები ტკივილით გამომოიძახა სადაც ვერასდროს დაიმალები ხერხემლით შემოღობა შუადღის აზრები რომელთა სიგვამე უებარია და მათით მზერა ესობა თვალებს რომ პირმა დუღით ამოლოკილმა ყოველი ვნება ყორყში ჩაახრჩოს. სულ მალე. და ჩემი ტვინის ბოლო ბლოყინი ნერვულ ძაბვის გადართულობად რეფლექსია ვარ და ხროტინით სუნთქვა კოსმოსის სისხლი და ლორწოვანება ალასხმულ სახიდან გამომზერილი მზიურ თვალებში წყვდიადს ავანთებ ჩემს ქვეცნობიერის ქვეწარმავლებს ცნობიერის ეკრანზე ვარწყევ სულს გადმოვიღებ ღებინებით ყორყში მიმხმარი გამსკდარი ძვალით ნერვული ცოფის თანაფარდობით და უფრსკრულეთის მფეთქავი ხახით რომელსაც შია და ელანდება დანაყრებულობის ილუზიები ზღაპრის მჭამელი ბავშვობა ლოგიკის მზარდი ჭიები. რამაც შემიჭრა სახე და წამიშალა იერი დამიკბინა ნერვული ძაბვა ამომიღორტნა თვალები რომლებიც მქონდა ამომზერილი მზეში და იმ მზისაგან დასამალები. ძვალის მჭრელმა ლორწო დამასხა მძორით დამილპო სახსრები გესლის ნაღველით შემომიტბორა სამშობიაროს აბაზანები რომლებშიც სისხლი სიხლი მშიერი ღავის რომ მოკლას ბავშვი აღარასოდეს შვას შთამომავლობა ხორცის და ძვლის კაცები გამოამზეუროს სამარის ფერი გულხორცი აზრი ელექტრო იმპულსის მუხტით ნაძარღვი ეროგენული ღმერთკაცის სიტყვა რომლშიც აისახება რაა სიკვდილი და რა არ არის ადამიანი რომ საბოლლო დასკვნა კვლავ მიპოვნია თვალების დახუჭვა არის სიკვდილი

დატოვე კომენტარი