XIII

იესოს ფეხები დაბანეს

ხორციელი თვალები მოლოდინით უყურებენ

ჰორიზონტიდან პარალელები საპირისპიროდ მოემართებიან გზაზე რომელზეც ქრისტემ უნდა გაიაროს

ხორციელი ფეხები გზის გაკვალვის მოლოდინს ეზიდებიან

შემდეგ რომ ამ გზიდან თავიანთი ბილიკები გადაიყვანონ

თავ-თავიანთი წმინდა მყუდროებისკენ

დატოვე კომენტარი

XII

აბსოლუტური სიმარტოვე

სრული სიშიშვლე

ხის ნაფოტების ხახუნით წამოქმნილი წყალი

სიმშვიდით გათანგული ოფლი

ყოფნის და უმოქმედობის უსაზღვროება

დროა რაიმე მოვკლა მოვწყვიტო დავჭრა და ვჭამო

დატოვე კომენტარი

XI

მინდა ვუყვარდე ვიდრე მიყვარდეს

საკუთარს ვერ ვინელებ მაგრამ სხვას დავეძებ

ვერავინ ვერაფრით მიცნოს მაგრამ იდუმალებით კვლავ ცენტრში ვიდგე

კითხვის ნიშნებით აბჯარ ასხმული წერტილის დასმა არავის ვაცადო

ღმერთების შეჯიბრში მონებს და გმირებს პირველობა გამოვაცალო

და იქ გავიქცე სადაც არავინ არის

მერე ვიკვნესო

რომ ეული ვარ

და არავინ იცის რომ მარტოობით მსურს გადავრჩე

2 Comments

X

… როცა პირდაპირ გრძნობაში გიტყდებოდი გიკვირდა… … გონებამ შემაცდინა… … გონებამ შენი დამაღალატა, მაგრამ უკვე ვაპატიე… … ყველა გონიერების დედამოვტყან თუ შენი თავი დამაკარგინა… … არანაირი გონიერება არ მიღირს შენს დაკარგვად… … ჩემთვის ყოფა ხარ, არსებობა ყოფნა… … ჩემი ყოფნისთვის მხოლოდ შენ გაქვს მნიშვნლობა … … შენი არსებობისთვის მე მოვხერხდები…. … შენ ეს გჭირდებოდა და მეს ეს შემეძლო მომეცა, მაგრამ შენ არ გამომღლიტე მე კი შემცდარი დავრჩი… … ახლა რაც შენთან შევაკავე მე მახრჩობენ… … მარტოობაში მღაფავენ… … შენთვის საჭირო, საშენო, მხოლოდ შენ რომ გეკუთვნიან გრძნობები ახლა მე სულის ღარებში მღრღნიან… … შენთვის რაღაც ძვირფას მაინც წარმოვადგენ, ალბათ ეგ არის რასაც შეშლილობაში არ მაგდებს… … მიზანი დაგვიანებით მიღწეულია -ზვიადი გრძნობათა ერთი დიდი შეკვრაა რომლიც ძაბვისგან სადაცაა გაირღვევა … … მტერში აღმოაჩინე ის რაც მე მქონდა და არ გამოვაჩინე… … შენს გარეშე უვარგისად ვარ… … გონება ვარჩიე ცხოვრებაში იარაღად იმის ბრალია რო გრძნობები ძალიან გალეშილი, ძალინ, მძიმე, ძლიან დიდი, სიტყვებით აუწერელი და გამოუხატავია … … რომ არა გონებით ჩანაცვლება გრძნობები გადამთელავდა, გადამშლიდნენ სანამ მათ გამოყენებას შევძლებდი… … თავის განადგურება რადგან ის ვინც მიყვარს აქ არ არის….. …. ახლა ვხედავ კაენმა ის მდედრები რატო მოკლა… … რასაც ჩემში ვერ იტანდი ის უნდა მოვკლა… … რაც ჩემგან გაკლდა ის უნდა მოგცე… … უნდა ვიგრძნო საით ხარ, რას ისურვებდი, რა გეამებოდა… … გაგრძნობინო რისი შეგრძნებაც გჭირდება… … ვამაყობდი გონიერებით და თურმე საკუთარ სამარეს ვალამაზბდი… … სრულიად, აბსოლიტურად კმაყოფილი მინდა გაქციო, იმდენად რომ შენი თავის სიყვარულით, შენი საკუთარი თავის სიყვარული გადაივსო…

დატოვე კომენტარი

IX

ჩამოფენილი თმების ფარდა
ჩემი მკერდიდან ხვეტავენ ეჭვებს
მისი სიყვარული ჩემი კითხვებით ნოყიერდება
ვნება შეხებით ნაყოფიერდება
მე – ხორცის ნაჭერი
მისი ორგაზმი ოთახის კედლებზე
უსიყვარულო განგრენის ლაქებად

დატოვე კომენტარი

VIII

სუნთქვა წაშლილი
ჩემი გულის დაქუცმაცებულ წითელი თოვლით მოფენილი ბორცვები
გამომთვრალჟანგებული მოლეკულები უკანსაკნელი საკვების ლუკმა
ეგო ვერ ეტევა სივრცეში
ოთახი კუბოა
პლანეტა საუკუნო საკანი
გული მუდამ სისხლის მდინარეებში გარბის
გონება ნაცისტი ექიმი ანესტეზიით სავსე შპრიც-მომარჯვებული

დატოვე კომენტარი

VII

მოგონება თავდაჯერებულობაა თითქოს ის რეალურია
ნაფაზის კვამლი პაზლია რომლისგანა შენს ნაკვთებს ვერ ვაწყობ
რიჟრაჟის არა სანდო სიმთვრალე
და ჩვენს მორიგ დილას

რორშახის ტესტებად აწეწილ ზეწრიდან მეკითხები
– იმედია ღამეც მე გესიზმრებოდი?
ჩემი პასუხი კი უკვე სამი დღეა მხოლოდ დუმილია

დატოვე კომენტარი

VI

მუხლებზე ღარები ასფალტის ფაქტურას  აკოპირებენ
სისხლი მანიკურის ნაცვლად
ვიღაცის სახის ფხორჭვნისგან
ამ წამს სული უწონადობაში გამოფსკვნილი საკმეველია
მისი ექსტაზი ჯოჯოხეთის ფუტკრების საწამლავია
ანასტეზია სატანასათვის

დატოვე კომენტარი

V

ცეცხლოვანი ძაფები გაშიშვლებულ ძვლებზე

ცხიმისმჭამელი ჯავშნოსანი მწერი შენს ქსოვილზე აკრობატია

შუშის თვალები მილიონობით თვალში

არეკლილი სამყარო ჩვენი  ხევაა

ტკივილი ჩანს თუ ტკივილით სავეს ჩამოგხედავს ვინმე

შენსავით მიგდებულ

კვამლისგან გაშავჭვართლებულ მინდვრებზე ყუმბარით დაგლეჯილი სხეულის ამარა

დატოვე კომენტარი

IV

ჩემ ფილოსოფიის ნაპრალებში

დარღვეული სივრცის და დროს ნაჭრებით შეკერილი შენი კაბა

სხეულის ფიზიკა

ორგაზმის ბიოქიმიირი გრიმასები

ერთი სხეულიდან გამოგლეჯილი ნერვულ ქსელში გამობმული მეორე

ჩემდამი სიყვარული შენი ბრმათვისებიანი სიმსივნეა

რატომღაც ჩემში დატკბილული რომანტიზმის ღებინებას იწვევ

დატოვე კომენტარი